ფორტეპიანო არის საოცარი გამაერთიანებელი ფაქტორიც, რომელიც ემსახურება ადამიანების შეკრებას, თუნდაც დაუკრათ მხოლოდ უმარტივესი მელოდია.

ბევრი ზრდასრული ადამიანი ფიქრობს, რომ მუსიკის ხელოვნებისდაუფლება მათთვის არის მიუწვდომელი ოცნება, თუმცა, როდესაც იღებთ ჩოგბურთის რეკეტს ხელში, ან ფეხს ურტყამთ ფეხბურთის ბურთს, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ გახდებით ცნობილი სპორტსმენი, არამედ თქვენ უბრალოდ ტკბებით თამაშით. ამიტომ, მოდით, უბრალოდ ვცადოთ!

მუსიკის ზრდასრულ მოყვარულთათვის ბოლო დროს ფორტეპიანო გახდა კულტურული ცხოვრების განსაკუთრებით პოპულარული და აღიარებული ნაწილი. პოპულარული, მარტივი, კლასიკური ნაწარმოებები და თანამედროვე ნაშრომები სრულებით შესაძლებელია შესრულდეს სახლის პირობებშიც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფორტეპიანო არის თქვენი მეგობარი, რომელიც არის ყოველთვის თქვენს გვერდით. რაც უფრო მოგემატებათ ასაკი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის თქვენთვის: ის, რისი გამოხატვაც შეგიძლიათ თქვენი დაკვრით, თქვენს ინდივიდუალურ ენაზე, იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.