ფორტეპიანოზე დაკვრა, თავისთავად, არის ნამდვილი სიამოვნება, ხოლო ბავშვის შემთხვევაში, ის ასევე დადებითად აისახება მის კომპლექსურ განვითარებაზეც.
მუსიკალური მეცადინეობები ავითარებს წვრილ მოტორიკას, ყურადღებას, მოძრაობების კოორდინაციას, მოხერხებულობას და სხვა უნარებს. როდესაც ფორტეპიანოზე უკრავთ, ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად ვითარდება. დაკვრა მოითხოვს არა მხოლოდ ყურადღების კონცენტრაციას, არამედ სხეულის ყველა ნაწილის მოძრაობასაც. ბავშვმა, ერთდროულად, უნდა წაიკითხოს პარტიტურიდან ნოტები, ამოძრაოს თითები კლავიშებზე, დააჭიროს პედლებს ფეხებით. მშობლებმა ასევე, უნდა იცოდნენ, რომ ფორტეპიანოს მეცადინეობები ავითარებს მათემატიკურ, ნებისმიერი ინფორმაციის ორგანიზებისა და სტრუქტურირების უნარებს.
დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ფორტეპიანოს გაკვეთილები მრავალფუნქციური პროცესია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ბავშვის მუსიკალური მიმართულებით განვითარება, არამედ ის აუმჯობესებს მის გონებრივ მდგომარეობას და უვითარებს თვისებებს, რომლებიც აუცილებელია შემდგომი წარმატებული სწავლისთვისაც.