ფლეიტაზე დაკვრა, თავისთავად, არის ნამდვილი სიამოვნება, ხოლო ბავშვის შემთხვევაში, ის ასევე დადებითად აისახება მის კომპლექსურ განვითარებაზეც.

მუსიკის გაკვეთილები ავითარებს წვრილ მოტორიკას, ყურადღებას, მოძრაობების კოორდინაციას, მოხერხებულობას და სხვა უნარებს. როდესაც ფლეიტაზე უკრავთ, ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად ვითარდება. დაკვრა მოითხოვს არა მხოლოდ ყურადღების კონცენტრაციას, არამედ სხეულის ყველა ნაწილის მოძრაობასაც. ბავშვმა, ერთდროულად, უნდა წაიკითხოს პარტიტურიდან ნოტები, ამოძრაოს თითები. მშობლებმა ასევე, უნდა იცოდნენ, რომ ფლეიტაზე მეცადინეობები ავითარებს მათემატიკურ, ნებისმიერი ინფორმაციის ორგანიზებისა და სტრუქტურირების უნარებს.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ფლეიტის გაკვეთილები მრავალფუნქციური პროცესია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ბავშვის მუსიკალური მიმართულებით განვითარება, არამედ ის აუმჯობესებს მის გონებრივ მდგომარეობას და უვითარებს თვისებებს, რომლებიც აუცილებელია შემდგომი წარმატებული სწავლისთვისაც.