ვიოლინოს უწოდებენ ორკესტრის დედოფალს. ეს ინსტრუმენტი იზიდავს მსმენელთა ყურადღებას, როგორც თავისი დახვეწილი ფორმით, ასევე მიმზიდველი ჟღერადობითაც.

ბავშვის სანუკვარი სურვილის - დაუკრას ვიოლინოზე, მხარდაჭერით, თქვენ აძლევთ მას, არა მხოლოდ სიხარულს და სიამოვნებას თავისი მიზნებისკენ სწრაფვაში, არამედ, ასევე ხელს შეუწყობთ მის პიროვნულ განვითარებისაც.

ვიოლინოზე დაკვრის სწავლით, თქვენს შვილს განუვითარდება ინტელექტი და კონცენტრირების უნარი, რაც დადებით გავლენას მოახდენს მის აკადემიურ მოსწრებაზე და კარიერაზე. მას გაუიოლდება საშინაო დავალების შესრულება, დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამახსოვრება, მასწავლებლის ყურადღებით მოსმენა, გახდება უფრო ორგანიზებული და დისციპლინირებული.

ბუნებრივი ინტელექტის გარდა, ვიოლინო ავითარებს ემოციურ ინტელექტსაც. კარგად განვითარებული სმენა მას დაეხმარება, რომ მყისიერად დაიჭიროს თანამოსაუბრის ინტონაციის უმცირესი ცვლილებაც კი, ხოლო განვითარებული ყურადღება - ამოიცნოს სხვა ადამიანების ემოციები და განზრახვები, თვალი ადევნოს საკუთარ გრძნობებს. თანამედროვე სამყაროში ასეთი შესაძლებლობების ფლობა საშუალებას აძლევს ადამიანს გაცილებით სწრაფად იმოძრაოს კარიერულ საფეხურზე და დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობები გარშემომყოფებთან.

გარდა ამისა, როდესაც ბავშვი ესწრება მუსიკის გაკვეთილებს, ის იღებს ე.წ. „მუსიკალურ თერაპიას“. ეს აძლიერებს მის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას, რის შედეგადაც ბავშვი ნაკლებად ავადდება და გაცილებით ხშირად იქნება კარგ გუნებაზე.