იცოდით თუ არა თქვენ, რომ ვიოლინოზე დაკვრა ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების წარმოქმნას? ეს არის ჰორმონები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ადამიანი იყოს ენერგიული და ბედნიერად გრძნობდეს თავს.
იცოდით თუ არა თქვენ, რომ ვიოლინოზე დაკვრა ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების წარმოქმნას? ეს არის ჰორმონები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ადამიანი იყოს ენერგიული და ბედნიერად გრძნობდეს თავს.
თუ დავუჯერებთ უახლეს კვლევებს, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტრესის მოსახსნელად, საკუთარ თავთან ჰარმონიისა და სიმშვიდის მისაღწევად. ვიოლინოზე დაკვრის მიღებული სარგებელი, იქნება ის გონებრივი, ემოციური თუ ფიზიკური ხასიათის, ნამდვილად ღირს იმ დროდ და ძალისხმევად, რაც საჭიროა ამ ინსტრუმენტის ასათვისებლად.
ვიოლინოზე დაკვრა ადამიანში ავითარებს შემოქმედებით უნარებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ სფეროში. ვიოლინო იძლევა ძლიერი წარმოსახვის უნარს და გონების მოქნილობას, მკვეთრად ზრდის შემოქმედებით მიგნენებს, ავითარებს ინტუიციას.
თუ თქვენ ყოველდღიურად გაივარჯიშებთ ხელის თითებს, განავითარებთ თქვენს მცირე მოტორიკას - ეს პირდაპირ იმოქმედებს ტვინის მუშაობაზე, დააჩქარებს ტვინში მიმდინარე პროცესებს. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი დახვეწილი მომენტიც. მარჯვენა ხელი ააქტიურებს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ზუსტ მეცნიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანისათვის აუცილებელ ლოგიკურ აზროვნებაზე. ხოლო, მარცხენა ხელი დაკავშირებულია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროსთან, რომლის „სპეციალიზაციასაც“ წარმოადგენს წარმოსახვითი, შემოქმედებითი აზროვნება, ფანტაზია, ინტუიცია, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოულოდნელი, გენიალური გადაწყვეტილებების პოვნის უნარი.
არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, არასოდეს არის გვიან ახალი უნარის ან ჰობის შეძენა - განსაკუთრებით ისეთი უნარის, რომელიც დაგაჯილდოვებთ ამდენი სიკეთეებით.
კურსი ზრდასრულთათვის მოიცავს 8 ინდივიდუალურ გაკვეთილს. ახალი მეთოდოლოგიის წყალობით თქვენ ადვილად დაეუფლებით მუსიკალურ ინსტრუმენტს, დაიწყებთ მუზიცირებას პირველივე გაკვეთილზე და კურსის ბოლოს შეასრულებთ თქვენს საყვარელ ნაწარმოებს.
ასევე, საჩუქრად თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ ვიდეოს ჩანაწერს თქვენი და ტუტორის მონაწილეობით.
"New Music School" - ის ინდივიდუალური კურსის ღირებულებაა 150 აშშ დოლარი.